---
title: "მუხლი 28. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/28"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/28

1. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირმა საერთაშორისო დაცვა უნდა მოითხოვოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად.

2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.

3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/29.md
