---
title: "მუხლი 36. მტკიცების ტვირთი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/36"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მტკიცების ტვირთი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/36

საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება უფლებამოსილ თანამდებობის პირსა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს შორის, კერძოდ:
ა) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ასევე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით ხელი შეუწყოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში, აგრეთვე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან თანამშრომლობით ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა არსებითი ფაქტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/37.md
