---
title: "მუხლი 40. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/40"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/40

1. პირი დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან შეიძლება დაიცვას:
ა) სახელმწიფომ. ამასთანავე, სახელმწიფოს უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანად და ხანგრძლივად დაცვა;
ბ) დაჯგუფებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ამასთანავე, ამ დაჯგუფებას ან ორგანიზაციას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანად და ხანგრძლივად დაცვა.

2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი და არ უნდა იყოს დროებითი. ასეთი დაცვა უზრუნველყოფილია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები იღებენ გონივრულ ზომებს დევნის ან სერიოზული ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დევნის ან სერიოზული ზიანის იდენტიფიცირებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და დასჯისთვის ეფექტიანი სამართლებრივი სისტემის შექმნით. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვის უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე მისთვის ასეთი დაცვის ხელმისაწვდომობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/41.md
