---
title: "მუხლი 44. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/44"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/44

1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაცია აქვს.

4. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკი და უნარები (მათ შორის, განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/45.md
