---
title: "მუხლი 45. წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/45"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/45

1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი, შეიძლება დადგინდეს თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდეგ.

4. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან.

5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით ოჯახური კავშირის დასადგენად იკვლევს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამის გარემოებებს.

6. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებულ გასაუბრებაზე ოჯახური კავშირის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (მისი არსებობის შემთხვევაში).

7. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხს 1 თვის ვადაში განიხილავს.
[
8. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.

9. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/46.md
