---
title: "მუხლი 5. კონფიდენციალურობის პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/5"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. კონფიდენციალურობის პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/5

1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

2. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.

3. ინფორმაცია შეიძლება გაიცვალოს ტერორიზმთან ან ექსტრადიციასთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/6.md
