---
title: "მუხლი 51. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/51"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/51

1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

2. თუ გარემოებები, რომელთა გამოც პირს დამატებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს, მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქმება.

3. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება დამატებითი დაცვის მქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს თავის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/52.md
