---
title: "მუხლი 55. სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/55"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "55"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/55

1. ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამავე კანონის 31-ე და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
[
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის ან განუხილველად დატოვების, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის. ამ ვადის დარღვევით აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/56.md
