---
title: "მუხლი 56. დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/56"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/56

1. დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება ინდივიდუალურად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივი გარემოებები მისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა, ამავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული განცხადების განხილვის პერიოდში დამატებითი დაცვის მქონე პირი სარგებლობს დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/57.md
