---
title: "მუხლი 57. დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/57"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "57"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/57

დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად:
ა) იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული;
ბ) მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ უნდა დარეგისტრირდეს;
გ) მას 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი;
დ) იგი უნდა განსახლდეს მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, აგრეთვე მას უნდა გაეწიოს დახმარება მშობლებისა და ნათესავების მოსაძებნად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/58.md
