---
title: "მუხლი 59. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/59"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/59

1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
[
1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჰბარდება.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

3. სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განჩინება და სასამართლო უწყება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ან განჩინების და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
თავი VI
ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/60.md
