---
title: "მუხლი 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/6"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/6

1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების განხორციელებისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რომელიც საერთაშორისო დაცვას მოითხოვს.

2. ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება არ მიეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/7.md
