---
title: "მუხლი 65. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/65"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "65"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/65

1. ლტოლვილისთვის ან დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ოჯახის წევრი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს, რომლის ოჯახის წევრსაც შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა წარმოებული სტატუსი, შესაბამისი გადაწყვეტილება ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
თავი VII
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/66.md
