---
title: "მუხლი 69. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/69"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "69"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/69

ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს;
ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, აგრეთვე სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ;
გ) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა;
დ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/70.md
