---
title: "მუხლი 74. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/74"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "74"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/74

საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:
ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ;
ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს გამოხატული;
გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/75.md
