---
title: "მუხლი 76. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/76"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "76"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 76 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/76

1. პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები იშლება ან/და ნადგურდება:
ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
თავი X
ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი. საერთაშორისო თანამშრომლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/77.md
