---
title: "მუხლი 79. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტ ო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/79"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "79"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტ ო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 79 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/79

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო:
ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასცემს, შესაბამისად, სამგზავრო დოკუმენტს ან სამგზავრო პასპორტს;
გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას;
დ) თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანად აღსრულებისთვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უზიარებს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაცემის, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის/მოპოვების, აგრეთვე მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/80.md
