---
title: "მუხლი 8. არგაძევების პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/8"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. არგაძევების პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/8

1. თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/9.md
