---
title: "მუხლი 80. საქართველოს პროკურატურა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/80"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "80"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. საქართველოს პროკურატურა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 80 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/80

1. საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ.

2. საქართველოს პროკურატურა სამინისტროს აწვდის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/81.md
