---
title: "მუხლი 82. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/82"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "82"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 82 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/82

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით;
ბ) ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან საერთაშორისო დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრზე/წევრებზე;
გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/83.md
