---
title: "მუხლი 83. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/83"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "83"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/83

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/84.md
