---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/1"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას.

2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;
გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/2.md
