---
title: "მუხლი 15. რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/15"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/15

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი.

2. რეალიზატორი ვალდებულია მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვით უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

3. რეალიზატორი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

4. რეალიზატორს უფლება არ აქვს, ჰყავდეს ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად რეალიზატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;
ბ) უზრუნველყოს ცხოველის განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;
გ) უზრუნველყოს ცხოველის რეგულარული გასეირნება;
დ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით;
ე) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ვ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველი;
ზ) არ დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება გაყიდვის მიზნით;
თ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა.

6. რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/16.md
