---
title: "მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/2"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/2

1. ამ კანონის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა;
გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა;
დ) შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისა და მიმკედლებლების ვალდებულებების განსაზღვრა;
ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;
ვ) შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვა.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/3.md
