---
title: "მუხლი 4. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/4"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/4

1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:
ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე;
ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა;
გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ კანონით დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას.

3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია:
ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;
დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;
ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;
ვ) ცხოველების შემგროვებლობა;
ზ) ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/5.md
