---
title: "მუხლი 5. ცხოველის მიტოვების აკრძალვა — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/5"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ცხოველის მიტოვების აკრძალვა — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/5

1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს იგი თავშესაფარში ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. მეპატრონის მიერ ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/6.md
