---
title: "მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/14"
law: "“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
article: "14"
identifier: "225/ნ"
adopted: "2006-08-22"
consolidated_as_of: "2026-06-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

> Text consolidated as of 2026-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/14

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის იდენტიფიცირებისთვის სააგენტო იყენებს და ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. ელექტრონულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოში დაცულ ოჯახის წევრ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და საარსებო შემწეობის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ის პირადი ნომერი და დაბადების წელი და თვე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/15.md
