---
title: "მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/2"
law: "“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
article: "2"
identifier: "225/ნ"
adopted: "2006-08-22"
consolidated_as_of: "2026-06-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

> Text consolidated as of 2026-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/2

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესში“ და „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესშია“ მოცემული, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/3.md
