---
title: "მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/5"
law: "“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
article: "5"
identifier: "225/ნ"
adopted: "2006-08-22"
consolidated_as_of: "2026-06-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

> Text consolidated as of 2026-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/5

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის, ასევე მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, საარსებო შემწეობის მიღების უფლების შემთხვევაში, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში მიიღებს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობას, და ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში, მას აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა, ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობის სახით.

4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა, მაგრამ საარსებო შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელებულა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ
.
ს
აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/6.md
