---
title: "მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6698017"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2

1. პირი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა უფლებამოსილმა პირმა და ეს დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა ან/და საურავი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
