---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6698017"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3

პირი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M
1
კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M
1
კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M
1
კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
