---
title: "მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/14"
law: "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 6701007"
adopted: "2025-12-10"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/14

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით:
ა) 2026 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო განისაზღვროს 2,893.9 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
ბ) 2026 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვროს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 33.5%-ით (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%), მათ შორის, გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით), რაც არ ახდენს გავლენას საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულ მოცულობაზე მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით.
თავი V
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/15.md
