---
title: "მუხლი 19. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/19"
law: "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6701007"
adopted: "2025-12-10"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/19

1. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „54 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „54 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „54 03 – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“, „54 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „54 09 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“, „54 10 – საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება“, „54 12 − საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში“, „54 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ და „54 14 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები“ − პროგრამების საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

2. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „54 12 − საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში“ და „54 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ − პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/20.md
