---
title: "მუხლი 24. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/24"
law: "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6701007"
adopted: "2025-12-10"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/24

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. 2026 წელს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1,600 ლარის ოდენობით.

3. 2026 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამ კანონის 26-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

4. 2026 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/25.md
