---
title: "მუხლი 27. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/27"
law: "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 6701007"
adopted: "2025-12-10"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა — საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/27

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილზე, ამ კანონით შესაბამისი წარმომადგენლობისა და დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6701007-sakartvelos-2026-wlis-sakhelmwipo-biujetis-shesakheb/28.md
