---
title: "მუხლი 19. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/19"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6703385"
adopted: "2025-12-18"
consolidated_as_of: "2026-10-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/19

განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 11 230,0 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 10 900,0 ათასი ლარის დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. თანხის ხარჯვაზე პასუხიმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება. 330,0 ათასი ლარის განკარგვას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და მშენებლობის, ასევე პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ოქტომბრის კანონი №71-Iს - ვებგვერდი, 26.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/20.md
