---
title: "მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/21"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 6703385"
adopted: "2025-12-18"
consolidated_as_of: "2026-10-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/21

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2025 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2025 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2025 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2026 წლის ასიგნებებიდან, 2026 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6703385-acharis-avtonomiuri-respublikis-kanoni-acharis-avtonomiuri-respublikis/22.md
