---
title: "მუხლი 17. თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/17"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 6710623"
adopted: "2025-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/17

1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე წარმომადგენლობების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, მათდამი დაქვემდებარებული ან/და მათ მიერ დაფუძნებული ან/და მათ მიმართ ანგარიშვალდებული/კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და რიცხოვნობის განსაზღვრამდე, რეკომენდაციის მიღების მიზნით, მიმართონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

4. 2026 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/18.md
