---
title: "მუხლი 19. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/19"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6710623"
adopted: "2025-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/19

აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2026 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას, დაწესებულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6710623-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2026-wlis-respublikuri-biujetis-she/20.md
