---
title: "მუხლი 25. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/25"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/25

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს, თუ ამოიწურა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა და ეს ვადა სასამართლომ არ გააგრძელა, აგრეთვე ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს, თუ მას შეუსრულდა 14 წელი, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავი V
არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განათლებ
ა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/26.md
