---
title: "მუხლი 30. დასკვნითი დებულებები — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/30"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. დასკვნითი დებულებები — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/30

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−28-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლი (გარდა ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-4−მე-6 და მე-8−მე-12 მუხლები, მე-13 მუხლი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა), მე-14 მუხლი (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა), მე-15−მე-19 მუხლები და 28-ე მუხლი (გარდა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანამშრომლების სპეციალიზაციის მოთხოვნის ნაწილისა) ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

3. ამ კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლი, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-20−25-ე მუხლები და 28-ე მუხლი არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანამშრომლების სპეციალიზაციის მოთხოვნის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,
17 დეკემბერი 2025 წ.
N1258-IVმს-XIმპ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/29.md
