---
title: "მუხლი 6. თანაზომიერება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/6"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. თანაზომიერება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/6

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანაზომიერი, რომლის ჩადენის თაობაზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. გამოყენებული ღონისძიება აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/7.md
