---
title: "მუხლი 7. ყველაზე მსუბუქი ღონისძიების პრიორიტეტულობა — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/7"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ყველაზე მსუბუქი ღონისძიების პრიორიტეტულობა — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/7

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ პირველ რიგში განიხილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გარეშე. გადამისამართება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებად იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განთავსების გარეშე შეუძლებელია, და მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/8.md
