---
title: "მუხლი 117. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/117"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "117"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/117

1. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე.

2. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/118.md
