---
title: "მუხლი 118. საარჩევნო კოლეგია — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/118"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "118"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. საარჩევნო კოლეგია — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/118

1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია.

2. საარჩევნო კოლეგიაში შედიან:
ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი;
გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/119.md
