---
title: "მუხლი 134. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/134"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "134"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 134 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/134

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/133.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/135.md
