---
title: "მუხლი 137. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/137"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "137"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 137 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/137

საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/138.md
