---
title: "მუხლი 142. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/142"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "142"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/142

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;
დ) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს;
ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები);
ლ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;
მ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს;
ნ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/143.md
