---
title: "მუხლი 144. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/144"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "144"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 144. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 144 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/144

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისგან.

3. ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ და ქმნიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მდგომარეობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/143.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/145.md
