---
title: "მუხლი 148. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/148"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "148"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 148 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/148

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

4. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/149.md
